რომან აბრამოვიჩი ფეხბურთს უბრუნდება? - "ჩელსის" ყოფილმა მფლობელმა შესაძლოა, რუსული კლუბი იყიდოს

AutoSharing Option
RB Sport-ის ინფორმაციით, "სპარტაკის" მფლობელი რუსი მილიარდერი ლეონიდ ფედუნი გუნდის გაყიდვას გეგმავს.

ამავე წყაროს ცნობით, მოსკოვური კლუბი შესაძლოა, კომპანია Evraz-მა შეიძინოს, რომლის ძირითადი აქციონერიც "ჩელსის" ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი გახლავთ.

მოგეხსენებათ, აბრამოვიჩს ბრიტანეთში სანქციები დაუწესეს, რის გამოც მან რამდენიმე თვის წინ ლონდონური კლუბი გაყიდა.

ის "ჩელსის" 2003 წლიდან მოყოლებული ფლობდა.