"მაგუაიერი შეშინებული ბაჭიასავითაა" - ჯეიმი კარაგერი ჰარიზე საუბრობს

AutoSharing Option
წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი ჯეიმი კარაგერი ჰარი მაგუაიერის ცუდ თამაშს ეხმაურება, ინგლისელმა მცველმა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:3) უამრავი შეცდომა დაუშვა და კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

კარაგერის აზრით, ჰარის ძველი ფორმის დაბრუნება ძალიან გაუჭირდება.

"ძალიან ხშირად ისე თამაშობს, თითქოს მთელი სამყაროს სიმძიმე მხრებზე აწევს, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ შეშინებული ბაჭიაა და არა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი, "მანჩესტერ იუნაიტედში" ჯერ კიდევ აქვს შანსი კარიერა გადაარჩინოს, თუმცა ინგლისის ნაკრებისთვის მისი ცუდი სათამაშო ფორმა ნამდვილად პრობლემაა. ჰარის ბოლო 2
თამაშის შემხედვარე გული მომიკვდა, თუ ასე გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება" - განაცხადა ჯეიმი კარაგერმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მცველი... ვაი შენს პატრონს, უბედურს! ფარჩაკი ინგლისელი, ფარჩაკ ინგლისის ნაკრებზე. ვერაფერს გახდება ძვირადღირებული ინგლისი ვერსად!
ლაშა
20:26 28-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული