ჰოლანდის მამა: ერლინგისთვის მადრიდის "რეალი" მესამე არჩევანი იყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ახალწვეული ერლინგ ჰოლანდი ბრწყინვალე ფორმაშია და მის შეჩერებას ვერავინ ახერხებს, ნორვეგიელს პრემიერ ლიგის ჩატარებულ 7 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი და გვარდიოლას გუნდისთვის შეუცვლელ ფეხბურთელად ითვლება.

ერლინგის მამამ, ალფი ჰალანდმა აღიარა, რომ კარიერის "მანჩესტერ სიტიში" გაგრძელება, მათთვის ყოველთვის პირველი არჩევანი იყო.

"ჩვენს სიაში, "ქალაქელები" ყოველთვის პირველ ნომრად ითვლებოდნენ, მიუნხენის "ბაიერნი" მეორე არჩევანი იყო, მადრიდის "რეალი" მესამე, "პარი სენ ჟერმენი" კი მეოთხე.

სხვა ინგლისურ კლუბებსაც განვიხილავდით, "ლივერპულს" და "ჩელსის" - განაცხადა ალფი ჰალანდმა.

თავად ფეხბურთელი აღიარებს, რომ მის გადაწყვეტილებაზე
დიდი გავლენა პეპ გვარდილას ფაქტორმა მოახდინა.

"პეპ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია, მათ საუკეთესო პროექტი აქვთ და გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი არ მიფიქრია".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

alt"ვფიქრობ, ფული ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - ჰალანდმა ბავშვობის ოცნებაზე ისაუბრა


ასევე დაგაინტერესებთ