რაფინია: ბრაზილია ნეიმარს არ იმსახურებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების გარემარბმა რაფინიამ, "ინსტაგრამ" სთორიზე დაწერა, რომ ბრაზილია ნეიმარის მსგავს ფეხბურთელს არ იმსახურებს.

"ბარსას" მოთამაშის თქმით, ბრაზილიელი გულშემატკივრები ნეიმარის ტრავმით გახარებულები არიან.

"ნეიმარის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ბრაზილიაში დაიბადა. ეს ქვეყანა მის მსგავს ფეხბურთელს არ იმსახურებს.

არგენტინის ნაკრების ქომაგები მესის ისე ექცევიან, როგორც ღმერთს. პორტუგალიის გულშემატკივრებისთვის რონალდო მეფეა, ბრაზილიელები კი ნეიმარის ტრავმით ხარობენ" - განაცხადა რაფინიამ.

შეგახსენებთ, ნეიმარმა ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში სერბეთთან (2:0) დაპირისპირებაში მიიღო და ჯგუფური ეტაპის დარჩენილ 2 მატჩს გამოტოვებს.

"ეს მომენტი ჩემს
კარიერაში ყველაზე რთულია. დარწმუნებული ვარ, რომ დავბრუნდები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემს ნაკრებს, ქვეყანას და თანაგუნდელებს დავეხმარო. ღმერთის შვილი ვარ და ჩემი რწმენა უსაზღვროა" - დაწერა ნეიმარმა თავის "ინსტაგრამ" გვერდზე.

ბრაზილიის ნაკრები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შვეიცარიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altნეიმარი ჯგუფურ ეტაპზე ვერ ითამაშებს

altდანი ალვეში მუნდიალზე ნეიმარის საზედამხედველოდ და ძიძად მიჰყავთ

alt"ეს ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო" - ნეიმარი