ნეიმარი: იცით, პსჟ-ში გადასვლის წინ რას მეუბნებოდნენ?

AutoSharing Option
ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა 2017 წელს "პარი სენ ჟერმენში" გადასვლის პერიოდი გაიხსენა. მაშინ შემტევი პარიზულ კლუბს სარეკორდო, 222 მილიონ ევროდ, "ბარსელონადან" შეუერთდა.

ნეიმარის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მას აფრთხილებდნენ, რომ "ბარსელონას" დატოვებას აუცილებლად ინანებდა.

"მითხრეს, რომ განსაკუთრებული ვიყავი და მე "ბარსელონამ" ამირჩია. მეუბნებოდნენ, რომ პარიზი გამანადგურებდა და "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა უდიდესი შეცდომა იქნებოდა. მირჩიეს, რომ "ბლაუგრანა" არ დამეტოვებინა, რადგან გუნდში სიბნელე სუფევდა. სამწუხაროდ, არავის მოვუსმინე", - განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიელი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2017/2023 წლებში იცავდა. შემტევმა ამ პერიოდში
გამართულ 173 მატჩში 118 გოლის გატანა და 77 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

მომზადებულია OneFootball-ის მიხედვით

altნეიმარი კოპაზეც გამოირიცხა - ბრაზილიელი ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია

altარაბიძის დამატებით ნეიმარის გუნდია დაინტერესებული - საქმეში კიდევ 11 სხვა კლუბია

altშვილის შეძენიდან 2 თვის შემდეგ ნეიმარი მეგობარ გოგონას დაშორდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული