რონალდოს შემდეგ მოდრიჩიც - "ალ ნასრს" ლუკას შეძენაც სურს

AutoSharing Option
"ალ ნასრი" ლუკა მოდრიჩის შეძენით ინტერესდება. ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, არაბულ კლუბს კრიშტიანო რონალდოს შემდეგ კიდევ ერთი სუპერვარსკვლავის დამატება სურს.

თავად 37 წლის ფეხბურთელი ამ ეტაპზე მადრიდის "რეალის" დატოვებას არ განიხილავს და ზაფხულამდე მოცდას ამჯობინებს. ხორვატს "ბლანკოსთან" მიმდინარე კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.

შეგახსენებთ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მოდრიჩის ხორვატიის ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება საკლუბო სეზონს, გამოცდილმა ნახევარმცველმა 2022/23 წლების სეზონში ჯამში 19 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

altლუკა მოდრიჩი: ორსატო

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მსაჯია

alt"მესი დიდებული მოთამაშეა, თუმცა ჩვენ მზად ვართ" - ლუკა მოდრიჩი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული