"ხარისხი დაგვაკლდა, რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" - სპალეტი მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ინტერი" "ნაპოლის" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

"ბურთის მაღალ ტემპში გათამაშებას ვერ ვახერხებდით და მეტოქის ნახევარზე თამაში გვიჭირდა. ჩვეულ დონეზე ვერ ვითამაშეთ. მეტი ძალა, სისწრაფე და აგრესიულობა გვჭირდება. რამდენიმე მოთამაშით უკმაყოფილო ვარ, ზოგიერთის სათამაშო დონე ზღვარს ქვემოთ იყო.

ოსიმენისთვის აჩერბი უხერხული მეტოქე გამოდგა. უფრო მეტი შეგვიძლია. ფორმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვიდგინოთ და კიდევ უფრო მეტი ვივარჯიშოთ", - განაცხადა სპალეტიმ.

"ნაპოლი" გათამაშებას 41 ქულით ლიდერობს. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს, "მილანს",
5 ქულით უსწრებენ. სპალეტის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს 8 იანვარს სტუმრად "სამპდორიას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"სად გაქრა კვარაცხელია?" - იტალიელი ქომაგები ხვიჩას აკრიტიკებენ

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]