"მისი წყალობით, ლობოტკა და ოსიმენი შევაჩერეთ" - ინძაგი "ნაპოლისთან" გამარჯვების შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-16 ტურში "ნაპოლის" დაუმარცხებელი სერია შეწყდა, სპალეტის გუნდი "ინტერთან" 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ჰაკან ჩალჰანოღლუ შეაქო.

"ჯეკო ჩვენი გუნდის შეუცვლელი მოთამაშეა. ასე უნდა გავაგრძელოთ. "ნაპოლი" ევროპაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო. დიდებულად ვითამაშეთ. ბიჭები 2 იანვრის შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.

რა თქმა უნდა, "ნაპოლისთან" გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს. ჩალჰანოღლუმ ბევრი იმუშავა, მისი წყალობით, ლობოტკასა და ოსიმენის შეჩერება შევძელით", - განაცხადა ინძაგიმ.

"ინტერი" 33 ქულით სერია A-ს ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. "ნერაძური"
7 იანვარს "მონცას" ესტუმრება.

alt"ნაპოლის" პირველი მარცხი სერია A-ში - ხვიჩამ "ინტერთან" 76 წუთი ითამაშა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ