ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს

AutoSharing Option
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელი აღარაა, - იტყობინება goal.philenews-ი.

ჩისკომ "ანორთოსისი" 2 ოქტომბერს ჩაიბარა, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოახერხა და სამუშაოს დატოვება მოუწია.

ფამაგუსტური გუნდი, რომლის ღირსებასაც გიორგი ლორია და ავთო ებრალიძე იცავენ, კვიპროსის ჩემპიონატზე მეათე ადგილზეა.

ჩისკო მუნიოსი ადრე თბილისის "დინამოს", "უოტფორდს" და "უესკას" წვრთნიდა.