
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ჩემპიონშიპის "შეფილდ უენსდის" თავკაცად დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
ესპანელი სპეციალისტი ინგლისში ადრეც მუშაობდა, როდესაც "უოტფორდი" პრემიერლიგაში გადაიყვანა, მაგრამ შემდეგ გადააყენეს.
42 წლის ჩისკო ბოლოს "ანორთოსისს" წვრთნიდა.