მესისა და რონალდოს გარეშე - ვან ბასტენმა მისი აზრით, ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა მისი აზრით, მსოფლიოს ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:

"პელე, დიეგო მარადონა და იოჰან კრიუფი - ეს სამი ფეხბურთელი ისტორიაში საუკეთესოა.

მაგრამ არ დამავიწყდება კრიშტიანო რონალდო, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი... ლიონელ მესი ასევე შესანიშნავი მოთამაშეა, მაგრამ მარადონას ყოველთვის ჰქონდა მეტი გავლენა, ქარიზმა გუნდში", - ციტირებს ვან ბასტენს France Football.
ასევე დაგაინტერესებთ