მესიც საუდის არაბეთში რონალდოს კონკურენტად? - ლეოს სუპერკონტრაქტს სთავაზობენ

AutoSharing Option
ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰილალს" ლიონელ მესის დამატება სურს.

გუნდი მზადაა, არგენტინელ ვარსკვლავს სეზონურად 300 მილიონი ევრო გადაუხადოს.

"ალ-ჰილალი" საუდის არაბეთის ჩემპიონატში პირველობისთვის ბრძოლაში კრიშტიანო რონალდოს "ალ-ნასრის" მთავარი კონკურენტია.

მოგეხსენებათ, მესის ზაფხულში პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ბოლო ინფორმაციით, ის პარიზულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.
ასევე დაგაინტერესებთ