"ფეხბურთში დიდი დრო აღარ დამრჩა, თუმცა ტიტულების მოგებაზე ძველებურად ვოცნებობ" - კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, პორტუგალიამ, ამხანაგურ მატჩში, საკუთარ მოედანზე ირლანდია 3:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი ლეგენდარულმა კრიშტიანო რონალდომ შეასრულა.

პორტუგალიელმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვიცი, რომ ფეხბურთში დიდი დრო აღარ დამრჩა, ამიტომ ყოველი თამაშით სიამოვნების მიღება მინდა. გოლების გატანა ჩემს დნმ-შია. იმ საქმეს, რასაც აკეთებ, ყოველთვის დიდი დრო უნდა დაუთმო.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისადმი სიყვარული მარადიულია. ტიტულების მოგება? ამაზე კვლავ ვოცნებობ", - განაცხადა რონალდომ Sport TV-სთან ინტერვიუში.

კრიშტიანოს ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 130 გოლია, რაც რეკორდია. მან ყველა ტურნირზე 1226-ე
შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

„ჯვაროსნები“ პორტუგალიას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდება.

altვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ - რონალდოს ბრწყინვალე ჟესტი [VIDEO]

altრონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]

altრონალდო: ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერი წარმავალია...
buba
23:18 12-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული