მოსკოვის "სპარტაკი" მოსამზადებელ შეკრებაზე დუბაიში იმყოფება. 22 იანვარს რუსული გუნდი ამხანაგურ მატჩში უზბეკურ AGMK-ს დაუპირისპირდა და 3:1 სძლია. როგორც კლუბის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, მატჩს მოსკოველთა ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე დაესწრო.
"მადლობა ვიზიტისთვის, ჯანო!", - ვკითხულობთ პოსტში.
![ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e8b85aa5c991aba0a08df7705f265439.jpg)
შეგახსენებთ, რომ ანანიძემ ბუცები ლურსმანზე 2022 წლის აპრილში ჩამოკიდა. ის "სპარტაკის" წევრად 2009/19 წლებში ითვლებოდა.