ხორვატიული "ჰაიდუკის" სპონსორი სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ სპლიტის"ჰაიდუკის" ახალი სპონსორი ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანია "ლუკოილი" გახდა, - ამის თაობაზე ხორვატიული კლუბი ოფიციალური საიტით იტყობინება:

"ჩვენ ერთად რაღაცის გაკეთების გულწრფელი სურვილი დავინახეთ. იმის გათვალისწინებით, რომ მე თავად მეწარმეთა წრიდან ვარ, შემიძლია გავიგო, ეს როგორი სამუშაოა, მაგრამ "ჰაიდუკში" მუდამ არის კიდევ ერთი შემადგენელი - ემოციები. შემთხვევით არ აირჩია მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობკომპანიამ "ჰაიდუკი". ვთვლი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ კონტრაქტს "ჰაიდუკისა" და "ლუკოილისთვის", ევროპისა და მსოფლიოსთვის რთულ პირობებში ვაფორმებთ. თუმცა, სწორედ ამიტომაა ეს მნიშვნელოვანი, ვინაიდან ის, რაც
მძიმე დროებისასაა ხელმოწერილი, მუდმივად რჩება", - განაცხადა "ჰაიდუკის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ლუკშა იაკობუშიჩმა.

2022/2023-ის სეზონში "ჰაიდუკმა" ხორვატიის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიგო.

Sportall.Ge

2022 წლის 22 აგვისტოს "ლუკოილმა" საფეხბურთო კლუბ მოსკოვის "სპარტაკის" და სტადიონ "ოტკრიტიე არენის" აქციათა 100% შეიძინა.

"ლუკოილი" 2022 წლის იანვარში ამერიკის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაში მოხვდა.

შეგახსენებთ, ქართულმა მხარემ ყაზახეთის "აქტობეს" ქუთაისში "ტორპედოსთან" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში ჩარტერული რეისით ჩამოფრენაზე თანხმობა იმის გამო არ მისცა, რომ ფრენას სანქცირებული ავიაკომპანია ასრულებდა. ამ მიზეზით "აქტობე" ქუთაისში შეხვედრის დღეს სხვა კომპანიის თვითმფრინავით ჩავიდა.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რაო კანტორა, ხორვატიის სოფლის გუნდის სპონსორებზე რომ დადევით სტატია და ტროლ-ბოტობა შემოყარეთ, დიდი ფუტბოლი რომ იყო სტემფორდ ბრიჯზე დაგავიწყდათ?! ჰაიდუკ სპლიტს რა ეწერება მაიკაზე, სულ ერთ ადგილას მკიდია. მთავარია დიდ ფუტბოლს ვინც თამაშობს, იმათმა დაახვევინეს ორკების კაპიტალს.
გითამაშიათ დიდი ფუტბოლი ბრატ?!
ციციკორე
18:24 06-08-2023
4
მასტერა ხარ თუ მასტერ სპორტი ელგებეტე აქტივისტი,რა რამე ტყუილს ამბობს ვინმე?. . . ეგ რომ აქ მომხდარიყო ხო გაიხეოდი შუაზე. . ვის თავმოყვარეობაზე ლაპარაკობ.ანუ სიმართლის თქმა რუსეთუმეობააა. . ნატოს და ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ დაიკიდა ყველაფერი და სანქცირებული რუსები გააპარა და შეიყვანა. . რა არ უნდა ავთქვათ რომ ეს ორმაგი სტანდარტია?. . აქ მანქანების ბიზნესი და ტურიზმი დაგვიბრიდეს და რას შეჭამ მალე დავინახავ. . . ჩორნი ბუმერის აკომპანიმენტით ცვიოდა ბომბები აქ და მაშინ რუსები რაღაც არ იყვნენ ღორები და ეხლა სხვაგან რომ ცვივა(თანაც ის სხვები თუ მოიგებენ პირდაპირ განადგურებით გვემუქრებიან)მაშინ გახდნენ არა?. . .
ნაპოლეონი
00:13 06-08-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული