ანტირეკორდის გამეორება აღარ აპატიეს - "აიაქსმა" შროდერი გაათავისუფლა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-18 ტურში "აიაქსმა" ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსიადერ "ვოლენდამს" ვერ მოუგო (1:1), რის შემდეგაც ამსტერდამელთა ხელმძღვანელობამ გუნდის მწვრთნელი ალფრედ შროდერი გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდურ გრანდს ზედიზედ შვიდი მატჩი არ მოუგია ლიგაში - ეს არის კლუბის 1965 წლის ანტირეკორდის გამეორება.

შრიოდერმა "აიაქსი" მიმდინარე სეზონის დასაწყისში ერიკ ტენ ჰაგის წასვლის შემდეგ ჩაიბარა, თუმცა ძალიან არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა.

ამსტერდამელები ჩემპიონატში მე-5 ადგილზე არიან და ლიდერ "ფეიენოორდს" მთელი 7 ქულით ჩამორჩებიან.
ასევე დაგაინტერესებთ