უკრაინელი ფეხბურთელი "მაიამიში" გადასვლაზე: ვალდებული ვარ ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველვყო

AutoSharing Option
31 წლის მცველი სერგეი კრივცოვი "შახტარიდან" მაიამის "ინტერში" გადავიდა. ამერიკულმა კლუბმა კრივცოვს 2+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა.

2018 წელს დაარსებული "ინტერის" ერთ-ერთი მფლობელი დევიდ ბექჰემია, გუნდის მწვრთნელი კი - ფილ ნევილი.

"უკრაინაში ომის შესახებ ყველამ იცის. მე აფეთქებების ხმები მესმოდა, ჩემს შვილებსაც ესმოდათ. ეს არ შეიძლება ხდებოდეს. როგორც მამა, ვალდებული ვარ ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველვყო.

ვამაყობ ჩემი მამაცი უკრაინელი ხალხით, ჩვენი მეომრებით და რა თქმა უნდა, გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. მინდა აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - ციტირებს კრივცოვს Aol-ი.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კომენტარები რომ წავიკითხე გამეცინა 30 წელია არაფერი შეცვლილა, ისევ იმ ჭაობში ვართ. ვისაც გეშინიათ ომის ნუ წერთ, რომ უკრაინაში წასული ბიჭები ფულის გამო არიან წასული, აღიარეთ რომ უბრალოდ აფხაზეთის დაბრუნება სიცოცხლის ფასად არ გიღირთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა შიში და ამის გამო არავინ დაგსჯით. უბრალოდ ნუ აძაგებთ მეომრებს და ჩვენს მოკავშირეს ვინც გვერდში გვედგა სულ. მე მახსოვს უკრაინელების თავდადება ჩვენთან. აბა რუსეთუმეებო თქვენ დიზლაიკები
ქართველი
13:42 03-02-2023
6
ა ბიჭო კაცი, სპორტსმენი, საღსალამათი დეეშვა ამერიკაში მისი ოჯახის უსაფრთხოებას იცავს.

ჩვენ ძალით უნდა გავეტენოთ ომში თურმე, თუარადა ფრონტის ხაზზე გვიშვებს ჩვენი შმოპოზიცია.

ცირკია რა, პატარა

ჩეტო
09:53 03-02-2023
18

სიახლეები პოპულარული