ინსინიესთვის სეზონი ცუდად დაიწყო - ლორენცომ ცრემლები ვერ შეიკავა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ბრწყინვალე პერიოდი უდგას, რასაც ვერ ვიტყვით "პარტენოპეის" ყოფილ ვარსკვლავ ლორენცო ინსინიეზე, რომლისთვისაც MLS-ის ახალი სეზონი საშინლად დაიწყო.

აშშ-ის ჩემპიონატის პირველ ტურში 31 წლის იტალიელის "ტორონტო" გასვლაზე "დისი იუნაიტედს" ეთამაშეობდა, როდესაც გამოცდილმა შემტევმა 31-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მატჩი ვერ გააგრძელა.

ინსინიემ ამ მძიმე ეპიზოდის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. არსებობს ვარაუდი, რომ ლორენცოს კუნთი გაუწყდა, მაგრამ ყველაფერი დღევანდელი დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა.

თუ ეს დიაგნოზი დადასტურდა, ინსინიეს დაახლოებით 2 თვით მოუწევს უქმოობა.

თუ ვინმ
ეს გაინტერესებთ, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ "ტორონტომ" ეს მატჩი 2:3 დათმო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული