წყაროს ცნობით, თურქი ფეხბურთელი იტალიურ კლუბთან ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.
ჩალჰანოღლუ "ინტერს" 2021 წელს "მილანიდან" შეუერთდა და "შავ-ლურჯებისთვის" შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, მიმდინარე სეზონში შემტევმა ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად "ნერაძურის" მაისურით ჯამში 32 მატჩი ჩაატარა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 6 საგოლე პასით გამოიჩინა.
"მილანის" ჩემპიონობაში იბრაჰიმოვიჩს წვლილი არ მიუძღვის" - ჰაკან ჩალჰანოღლუ