დე ლაურენტისის პრიორიტეტი "კვარას" და ოსიმენის შენარჩუნება არაა - რას გეგმავს კინოპროდიუსერი

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს, "პარტენოპეის" თავკაც ლუჩანო სპალეტისა და კლუბის სპორტული დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე მოლაპარაკებები ზაფხულში გაიმართება. ამის შესახებ Calcio Napoli-ს ჟურნალისტი ლუკა კალამაი იტყობინება.

წყაროს ცნობით, 72 წლის კინოპროდიუსერისთვის პირველ რიგში პრიორიტეტი მათთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები გუნდის ორ ლიდერთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან.

იტალიელი ჟურნალისტის თქმით, ჯუნტოლის "პარტენოპეის" რიგებში დარჩენა სურს, თუმცა სპალეტის ახალ ხელშეკრულებაზე დაყოლიება რთული იქნება, რადგან ლუჩანო სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს გათამაშებას
71 ქულით ლიდერობს, სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 2 აპრილს "მილანის" წინააღმდეგ გამართავს.

altოსიმენმა "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ 130 000 ევრო გამოიმუშავა - შემდეგი მიზანი ეტო'ოს რეკორდის მოხსნაა

altვახშამი საცოლესთან ერთად მილანის საკათედრო ტაძრის ხედზე - კვარაცხელია ტურინიდან მილანში გაფრინდა, შემდეგი გაჩერება თბილისია

altკვარაცხელია, როგორც გადამწყვეტი უპირატესობა და ოსიმენი, რომელიც არავის ჰგავს

მკითხველის კომენტარები / 4 /
კაროჩე მე როგორც ვატყობ ამ ნაპოლს მალაგას ბედი უწერია
კიშანი
08:12 22-03-2023
0
თუ ნაპოლის გრანდობა უნდა კვარა და ოსი მინიმუმსამი წელი უნდა შეინარჩუნოს თუ არა და მიაყიდის ეგ იქნება ნაპოლის დასასრულიც .
dato
18:48 20-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული