რომანოს ცნობით, ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციასა და 67 წლის სპეციალისტს შორის მოლაპარაკებები ბოლო კვირებში მიმდინარეობდა და ფინალურ ეტაპზე მივიდა.
მხარეებმა უახლოეს მომავალში ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს.
ბიელსა 13 თვე, მას შემდეგ რაც "ლიდსიდან" დაითხოვეს, უმუშევარი გახლდათ.