"საშინლად ითამაშეს" - "ნაპოლის" ქომაგებმა "პარტენოპეის" ორი მოთამაშე გააკრიტიკეს

AutoSharing Option
სერია A-ს 30-ე ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" "ვერონას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ქომაგებმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელები - ირვინ ლოსანო და ჯაკომო რასპადორი გააკრიტიკეს.

"ვერონასთან" 9 ფეხბურთელით ვითამაშეთ.

ვინმემ მოედანზე რასპადორი და ლოსანო დაინახეთ?

ოსიმენის გარეშე შეტევაში არაფერი გამოგვდის. გასაგებია, რასპადორიმ ტრავმა ახლა მოირჩინა და ცუდ ფორმაშია, მაგრამ ლოსანო?

"მილანის" დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება.

იმედია ვიქტორი დაბრუნდება, რადგან რასპადორისთან ერთად წარმატების მიღწევა რთული იქნება, ის და ლოსანო საშინლად თამაშობენ" - ვკითხულობთ "ნაპოლის" ქომაგების კომენტარებს სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი 18 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონასთან" მატჩში

alt"მილანთან" დიდი მატჩის წინ "ნაპოლი" "ვერონას" დაუზავდა


ასევე დაგაინტერესებთ