ზელინსკი: მატჩის შემდეგ მსაჯებთან მივედი, იცით, რა მითხრეს?

AutoSharing Option
გუშინ, 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "ნაპოლიმ" "მილანს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" ნახევარმცველმა პიოტრ ზელინსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ლოსანოს საჯარიმოში წაქცევის ეპიზოდზე მსაჯებთან ისაუბრა, თუმცა მათ უთხრეს, რომ წესები არ დარღვეულა.

"იყო თუ არა იმ მომენტში თერთმეტმეტრიანი? მატჩის დასრულების შემდეგ მსაჯებთან მივედი და გავესაუბრე. მათ მითხრეს, რომ ლოსანოზე წესები არ დარღვეულა. უბრალოდ არ მესმის, მსაჯებს ყველანაირი პირობები აქვთ, რომ ასეთ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა, ფაქტია, ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მომხდარს უნდა შევეგუოთ" -
განაცხადა ზელინსკიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მორიგ მატჩს 23 აპრილს "იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" მხრიდან ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა

alt"მარადონას" ბოლო იმედი წაართვა" - როგორ აფასებს იტალიური მედია ხვიჩას თამაშს

altკვარაცხელია: რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

ასევე დაგაინტერესებთ