კვარაცხელია: რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს

AutoSharing Option
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "მილანს" დაუზავდა (1:1), ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა (1:2) და ტურნირს გამოეთიშა. ნეაპოლელთა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა, "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებული პოსტით გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა:

"რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები, დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!"

alt"ნაპოლის" მხრიდან ერთადერთი იყო, ვინც რაღაცის შექმნას ცდილობდა

altგაფუჭებული თერთმეტმეტრიანის

შემდეგ "კვარა" თანაგუნდელმა გაამხნევა

altჟირუსა და კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტები - "ნაპოლიმ" "მილანს" ვერ სძლია და ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]

altმიუხედავად გაფუჭებული პენალტისა, ხვიჩა მაინც საუკეთესო იყო - რა შეფასება მიიღო ქართველმა?

altხვიჩამ პენალტი გააფუჭა [VIDEO]

altხვიჩას დიდებული ჟესტი, რომელმაც "ნაპოლის" ქომაგები აღაფრთოვანა

მკითხველის კომენტარები / 14 /
კვარა წინ კიდევ დიდი გამარჯვებებია ჩვენ შენი გვჯერავს მთელი საქართველო შენს გვერდით ვართ ..
გიო9
23:33 19-04-2023
0
რა ცრემლები გულები დაგვიხეთქე.მთელი წლის სიხარული წყალში ჩაყარე.როდესაც იცი რომ მთელი საქართველო ნერვიულობს აღარაფერს ვამბობ ნეაპოლზე ცოტა ტვინი უნდა გაანძრიო და შენ თავზე არ უნდა აიღო ის საქმე რომლის ერთი ადგილიც არა გაქვს.თან ზუსტად იგივენაირად დაარტყა როგორც აინტრახტთან.არადა მილანი გატეხილი და მისავათებული იყო და შეიძლებოდა მოგება.
გულგატეხილი
12:52 19-04-2023
42

სიახლეები პოპულარული