"ბიჭებს გასახდელში სწორედ ამაზე ვესაუბრე" - რა თქვა სპალეტიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 23 აპრილს, სერია A-ს 31-ე ტურში, "ნაპოლი" "იუვენტუსს" ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა. "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ საბოლოო აღნიშვნის დრო არ არის.

"როდესაც გამარჯვებას ამ გზით ახერხებ, სიხარული კიდევ უფრო ძლიერია. თუმცა საბოლოო აღნიშვნის დრო ჯერ არ არის.

რა თქმა უნდა, ბიჭებს მივულოცე და მათ ვუთხარი, რომ ეს გამარჯვება თითოეული მათგანის დამსახურებაა. როდესაც დამსახურებები ყველაზე ნაწილდება, სიხარულიც მრავლდება.

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ მსგავსი მატჩის ჩატარება უმნიშვნელოვანესი იყო. ვფიქრობ, ჩემი გუნდი პირველ ადგილს
იმსახურებს" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს 78 ქულით ლიდერობს. "პარტენოპეის" ჩემპიონობის მოსაპოვებლად 5 ქულა სჭირდება, თუმცა არსებობს შანსი, რომ სპალეტის გუნდმა სკუდეტო მომდევნო ტურშივე გაინაღდოს, იმ შემთხვევაში, თუ ნეაპოლელები "სალერნიტანას" დაამარცხებენ და "ლაციო" "ინტერთან" გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს.

altნეაპოლში საგიჟეთია - ქალაქი ეგებება თავის გმირებს

altმეტად სასარგებლო ხვიჩა - "ნაპოლი" შეიძლება 30 აპრილს ჩემპიონი გახდეს