მეტად სასარგებლო ხვიჩა - "ნაპოლი" შეიძლება 30 აპრილს ჩემპიონი გახდეს

AutoSharing Option
სერია A-ს 31-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „იუვენტუსს“ 1:0 სძლია, უახლოესი მდევარი "ლაციო" 17 ქულით ჩამოიტოვა და 30 აპრილს, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, შეიძლება მოიპოვოს სკუდეტო.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ლაციო" სტუმრად "ინტერს" ვერ დაამარცხებს, "ნაპოლი" კი სახლში "სალერნიტანას" მოუგებს.

რაც შეეხება "იუვენტუსთან" კვარაცხელიას თამაშს, ძალიან სასარგებლო იყო, მარცხენა ფლანგიდან შეტევებს უნარიანად წარმართავდა, მეტოქე მუდმივად წნეხის ქვეშ ჰყავდა. ხვიჩას ბურთზე 73 შეხება ჰქონდა, კარისკენ 4-ჯერ დაარტყა (ერთხელ კარში), კარში დასარტყმელი 1 პასი გაუკეთა თანაგუნდელს, 3 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა და
მისი
გადაცემების 90% ზუსტი იყო.

კვარაცხელიამ ორჯერ წაართვა კუადრადოს ბურთი, რომელიც მსაჯს შესჩიოდა, ხოლო ქართველმა  ჟესტებით აჩვენა, ამდგარიყო და თამაში გაეგრძელებინა. მართალია, ყველა ტურნირზე ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში ვერ გამოიჩინა თავი შედეგიანი მოქმედებით, თუმცა მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი გახლდათ, ბოლოს გადაიღალა და მწვრთნელმა სპალეტიმ შეცვალა კიდეც.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სანამ თეორიული შანსები არსებობს დაკარგვის, მანამდე ასეთი ზეიმი ზედმეტია. მოიცადონ ცოტა :(
მოგება უნდა თამაშებს ჯერ კიდე.
სპალეტიმაც ეგ თქვა.
ამათმა უკვე მესამე სკუდეტოს სომბრეროები დაიხურეს
15
რა ხდება ნეაპოლის აეროპორტში ეხა უნდა უყუროთ calcionapoli-ის იუთუბ ლაივ სტრიმზე სრული ფიესტა სიგიჟე ხდება. მთელი ქალაქი დარაზმულია და ელის ჩემპიონებს ბორტი როდის დაეშვება. და რაოდენ ორმაგად საამაყოა როცა ამ ყველაფრის ერთერთი უმთავრესი შემოქმედი შენივე თანამემაულეა.
Charley
03:38 24-04-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული