რუსული მედია ჯიუტად ამტკიცებს, რომ დივეევს "ნაპოლი" ეპატიჟება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ რამდენჯერმე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცსკა-ს 23 წლის ცენტრალური მცველით, იგორ დივეევით არიან დაინტერესებულნი, რუსული საინფორმაციო საშუალებები მაინც საპირისპიროს ამტკიცებენ.

Sport24 ირწმუნება, რომ დივეევმა ცსკა-ს 2024 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელების სანაცვლოდ სეზონურ გასამრჯელოდ 2 მილიონ ევროზე მეტი მოსთხოვა, კლუბი მხოლოდ 1.8 მილიონს სთავაზობს და იტალიური კლუბები და მათ შორის, "ნაპოლი" ეპატიჟებიან, აგრეთვე - "ზენიტი".

თავად დივეევს ევროტურნირებზე თამაში სურს და ამიტომ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას აპირებს. მისი სატრანსფერო ფასი 6 მილიონია, ამ
სეზონში კი რუსეთის პრემიერლიგის 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ