კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრიდან" წასვლა სურს

AutoSharing Option
El Nacional-ის ცნობით, კრიშტიანო რონალდო "ალ ნასრის" დატოვებას გეგმავს. ის ვერ მოერგო ახალ ქვეყანას, ენასა და კულტურას.

პორტუგალიელს მადრიდში დაბრუნება სურს. "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, 38 წლის შემტევს კლუბში დაბრუნება შესთავაზოს, მაგრამ არა ფეხბურთელად.

კრიშტიანო შეიძლება გახდეს "ბლანკოსის" ელჩი ან დაიკავოს თანამდებობა გუნდის სპორტულ მენეჯმენტში.


მკითხველის კომენტარები / 3 /
რეალის გულშემატკივარი ვარ ნახევარი საუკუნეა, პერესი თავის დროზე სთავაზობდა რონალდუს 2 წლიან კონტრაქტს შემდგომი ყოველ წელს გახანგრძლივებით იმის გათვალისწინებით თუ როგორ ფორმაში იქნებოდა, მაგრამ რონალდუმ მოითხოვა პირდაპირ 4 წლიანი კონტრაქტი გარანტირებულად რაზეც უარი მიიღო და წავიდა იუვეში, ანუ ფინანსური მხარე უფრო წინ დააყენა ვიდრე კლუბში დანერგილი კანონი, შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვიცით. იგივე სიტუაცია იყო რამოსთან მიმართებაშიც, 35 წლის ზევით მხოლოდ 1 წლიანი კონტრაქტები, მაგრამ ორივემ ფული ამჯობინა კლუბს, არა და ორივე რეალის ლეგენდები არიან
მამუკა
03:32 03-05-2023
2
სადაც ბენზემა და მოდრიჩი გყავს ამ ასაკის ჩემი აზრით ერთ სეზონს მაინც იმსახურებს რონალდო რეალში რაც მან გუნდისთვის გააკეთა და შექმნა ისტორია არავარ რეალის გულშემატკივარი მაგრამ ამ კაცს ეკუთვნის უფრო მეტი დაფასება
Zeelll
12:32 02-05-2023
1

სიახლეები პოპულარული