"თუ დე ლაურენტისი ამას გააკეთებს, ყველა პრობლემა მოგვარდება" - ფედელეს რჩევა "ნაპოლის"

AutoSharing Option
ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ს ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ მომდევნო სეზონში "პარტენოპეის" ლუის ენრიკე ან ანტონიო კონტე გაწვრთნის, ამით ყველა პრობლემა მოგვარდება.

"როგორც ჩანს, სპალეტიმ წასვლა გადაწყვიტა. "ნაპოლიში" ლუის ენრიკეს ან ანტონიო კონტეს სიამოვნებით ვიხილავდი. ვფიქრობ, ისინი ყველა პრობლემის მოგვარებას შეძლებდნენ. მართალია, ლუჩანომ დიდებული სამუშაო გასწია, თუმცა, ვფიქრობ, მწვრთნელი 2 წლის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი კრიზისში აღმოჩნდება", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, იტალიური გამოცემების ცნობით, ლუის ენრიკემ "პარტენოპეის" ჩაბარება იუარა
და საკუთარი ძალების მოსინჯვა პრემიერლიგაში სურს.

altფედელე: ვიცი, რატომ მიდიან სპალეტი და ჯუნტოლი "ნაპოლიდან"

alt"თუ "ნაპოლიდან" არ წახვალ, პიოლის ბედს გაიზიარებ" - ფედელემ სპალეტის მიმართა

alt"მართლა ფიქრობთ, რომ ლობოტკა იდეალურია?" - ფედელემ სლოვაკი გააკრიტიკა

ასევე დაგაინტერესებთ