ფედელე: ვიცი, რატომ მიდიან სპალეტი და ჯუნტოლი "ნაპოლიდან"

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტისა და სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს "პარტენოპეის" დატოვებს და საკუთარ საქმიანობას "იუვენტუსში" გააგრძელებს. რაც შეეხება სპალეტის, 64 წლის ტოსკანელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან უთანხმოების გამო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს აცხადებს და მისი წასვლის შანსიც მაღალია.

ფედელეს თქმით კი, ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ ორივე მათგანს "ნაპოლის" დატოვება გამარჯვებულის რანგში სურთ.

"ნაპოლი" ასეთ პოლიტიკას დიდი
ხანია აწარმოებს, ვფიქრობ, არც სპალეტი და არც ჯუნტოლის "პარტენოპეიში" არ უნდა დარჩნენ. ყოველთვის კარგია, როდესაც ხალხს დადებითად ამახსოვრდები. ამ კლუბმა საკუთარი გზა იპოვნა, როგორც ჩანს, ლუჩანოს განხვავებული ხედვები აქვს, ამიტომ წასვლა ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სკუდეტოს გამარჯვებული 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.

altPREVIEW - კვარაცხელიასა და ოსიმენის გარეშე "ინტერთან"? - "ნაპოლის" შანსი, ყველა გუნდი დაამარცხოს...

altდე ლაურენტისმა სპალეტი ხაფანგში გამოამწყვდია - "ნაპოლიდან" წასვლით სერიოზულად დაზარალდება

altკვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული