მხარეები შეთანხმდნენ - მალე "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ეყოლება

AutoSharing Option
"ნაპოლის" კრისტოფ გალტიე ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ყველაფერი ოფიციალურად მალე გაფორმდება.

გალტიე "პარტენოპეისთან" 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ხელშეკრულება იმავე სისტემით გაფორმდება, როგორც "ნაპოლის" წინა მწვრთნელთან, ლუჩანო სპალეტისთან.

შეგახსენებთ, კრისტოფ გალტიე 2022/23 წლების სეზონში "პარი სენ ჟერმენთან" ერთად ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ მასთან განშორება გადაწყვიტა.

altოსიმენმა დე ლაურენტისს "ნაპოლის" მწვრთნელად

გალტიეს დანიშვნა არ ურჩია

altპსჟ-მა გალტიე გადააყენა და შეიძლება "ნაპოლი" ჩაიბაროს

altდე ლაურენტისი გამოსავალს ეძებს - იტალიელი გალტიეს დაუკავშირდა

ასევე დაგაინტერესებთ