"მალიორკას" ყოფილი შემტევი კანგ ინ ლი კარიერას "პარი სენ ჟერმენში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარიზულმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა.
დედაქალაქურმა კლუბმა სამხრეთკორეელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გადაიხადა.
შეგახსენებთ, 22 წლის შემტევმა "მალიორკას" რიგებში ჯამში 73 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.