გახსოვთ "მეთევზეთა" "კლაკსვიკი"? - "ფერენცვაროში" გამოაგდო და ჩერჩესოვი უმუშევარი დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფერენცვაროში" ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფარერების "კლაკსვიკთან" დამარცხდა (სტუმრად 0:0, სახლში 0:3) და ტურნირიდან გამოვარდა.

პირდაპირ ნამატჩევს ბუდაპეშტურმა კლუბმა მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი გადააყენა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდი ორჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონი და რომლის მაღალ სპორტულ მიღწევებზე რუსული მედია გამუდმებით და სიამაყით ავრცელებდა ინფორმაციებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანები სკანდირებდნენ: "რუსები - სახლში".

შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად “კლაკსვიკთან” 1:6 განადგურდა. იმ მატჩში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი თავდამსხმელი, 33 წლის პალ კლეტსკარო დღეს სათადარიგო
იყო.

კლაკსვიკი ფარერების ერთ-ერთ ჩრდილოეთკუნძულოვან კლდეზე მეთევზეთა პატარა სოფელია. ეს კუნძული თბილისზე შვიდჯერ პატარაა, 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რადგან უმეტესად თოვლითაა დაფარული, ოქტომბრიდან გაზაფხულამდე იქ ფეხბურთს ვერ თამაშობენ.

Sportall.Ge

Transfermarkt-ის მიხედვით, ამ გუნდის ფეხბურთელთა საერთო ფასი 2.78 მილიონი ევროა, მაშინ, როდესაც "ფერენცვაროშის" მეკარის, დენეს დიბუშის ღირებულება 2.8 მილიონია. ამ დიბუშს "მეთევზეებმა" ბუდაპეშტში სამი გოლი გაუტანა.

"კლაკსვიკის" გუნდში თამაშობენ: მეთევზე, ხურო, მღებავი, ბუღალტერი და ა.შ. 33 წლის მცველი ოდმარ ფარიო პორტში მუშაობს, გუნდის კაპიტანი იაკუპ ანდრეასენი კი ელექტრიკოსია.