აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად ჩერჩესოვს ან გიუნეშს დანიშნავენ

AutoSharing Option
რუსული პრესის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს.

ესენი გამოცდილი დამრიგებლები, შენოლ გიუნეში და სტანისლავ ჩერჩესოვი არიან. აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იტალიელი ჯანი დე ბიაზი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.

ჩერჩესოვი რამდენიმე თვის წინ უნგრული "ფერენცვაროშიდან'' დაითხოვეს, გიუნეში კი ბოლოს "ბეშიქთაშს" ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამან თუ გაზპრომის ფულებმა გაიყვანა რუსეთი? :)) კითხეთ ცნობილ რუს ფეხბურთელს კანჩელსკისს და გეტყვით სიმართლეს...
Givi
22:52 04-12-2023
2
ვაი რომ მაგ ულვაშიანი მწვრთნელის მონაგარი ოდესმე მიაღწიოს ან გაიმეოროს ქართველმა მწვრთნელმა მით უფრო ჩვენ ნაკრებთან ერთად მის სიძლიერეს თუ გავითვალისწინებთ. ვგულისხმობ 2018 წელს მსოფლიო თასზე მეოთხედფინალში გაიყვანა ოკუპანტთა ნაკრები. ჩვენ კი მსოფლიოზე გასვლა კი არა საერთოდ არცერთ დიდ ფორუმზე არ გავუყვანივართ არავის მთელი 30 წელი ამის მოლოდინში დრო ისე გაილია და ერთი კვირის უკან დასრულებულ ევროპის ქვეჯგუფში "საპატიო" მეოთხე ადგილზე გაგვიყვანა ჩინურმა "ანჩელოტიმ" ვილი სანიოლმა არ დაიკარგოს არსად ეს მოყვარული ლუზერი.
Capitani Esgeso
19:46 04-12-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული