"ტოტენჰემი" 50 მილიონ ევროდ "ვოლფსბურგის" მცველს იმატებს

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" ცენტრალური მცველი მიკი ვან დე ვენი კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "დეზები" გერმანულ კლუბს მოთამაშის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაუხდის.

22 წლის ფეხბურთელი "ვოლფსბურგს" 2021 წელს "ვოლენდამიდან" შეუერთდა. მას ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებში 11 მატჩი აქვს გამართული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული