რომის პაპი: მესი თუ მარადონა? მე მას ვირჩევ...

AutoSharing Option
რომის პაპ ფრანცისკეს დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შესახებ დაუსვეს კითხვა, თუ რომელი მათგანი ერჩია. თუმცა, კათოლიკური ეკლესიის არგენტინელმა წინამძღვარმა სხვა ფეხბურთელი გამოარჩია.

"მესი თუ მარადონა? მე მესამეს დავასახელებდი - პელე. მარადონა დიადი ფეხბურთელი იყო, მაგრამ როგორც ადამიანი, წარუმატებელი. საბრალო დიეგო ძალიან ძირს დაეშვა და ის ხალხი, ვინც მისით აღფრთოვანებული იყო, მას არ დაეხმარნენ. მარადონა ჩემთან სტუმრად იყო. ბოლოს ცხოვრება ისე დაასრულა, როგორც მისთვის დაწერილი გახლდათ. თითქოს ნიშანდობლივია, რომ ბევრი წარმატებული სპორტსმენი ცუდად ასრულებს.

მესი ძალიან სწორი ადამიანია, ჯენტლმენი, მაგრამ
ჩემთვის მთავარი ჯენტლმენი პელე იყო, ადამიანი, რომელსაც დიდი გული ჰქონდა. მას ერთხელ ბუენოს-აირესში შევხვდი, თვითმფრინავით ერთად ვიმგზავრეთ, ვისაუბრეთ. საოცარი პიროვნება გახლდათ.

დიეგოც, ლეოც და პელეც დიადი ფეხბურთელები არიან და თითოეული მათგანი გამორჩეული თავისებურადაა. მესი ახლა არის კარგი, პელე, კი ადრე იყო", - თქვა პაპმა RAI-სთან ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მარადონა როგორ მოეწონება ამათ არ უთხრა ჩამიღეთ ეგ ოქრი კედლებზე რომ გაქვთ და ათასობით ბავში იღუპება შიმშილით იმას დაეხმარეთო ...
HK
05 ნოემბერი 2023 13:31
1
რა ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ფეხბურთის წესები მსაჯობასთან დაკავშირებით კარდინალურად შეიცვალა. დღეს, რომ მესის ისე ვნმე ეთამაშოს, როგორც პელეს ეთამაშენ პორტუგალიელები 1966წ. რა მოხდება წარმოგიდგენიათ? (ვისაც არ გინახავთ აუცილებლად მოიძიეთ ეპიზოდი, სადაც მცველი, გამიზნულად, უკნიდან, სამჯერ ურტყამს ბრაზილიელს, პელე ორჯერ წამოდგომას ახერხებს, მესამე მცდელობამ დაასრულებინა ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში) პოლიცია შევარდება მინდორზე და ფეხბურთელს ხელბორკილს დაადებს (იმ დროს ყვითელი ბარათი არ არსებობდა}. ან გავიხსენოთ მარადონას წინააღმდეგ ჯენტილეს თამაში 1982 წელს, 15 მაქსიმუმ 20 წუთი თუ გაძლებდა იტალიელი მინდორზე დღევანდელი მსაჯობის პირობებში. და კიდევ ერთი, დააკვირდით თანამედროვე ფეხბურთელებს, ისინი აღარ იყენებენ წვივის დამცავ პლასმასის ფარებს, თვით ისეთი დრიბლინგზე ორიენტირებული ფეხბურთელი როგორიც ხვიჩაა მათ გარეშე თამაშობს.
ისე, ისიც საინტერესოა რამდენად ხელისშემშლელია ეს ტრამვისაგან დამცავი ატრიბუტი, განსაკუთრებით სწრწფი ტექნიკური ფეხბურთელისთვის. მახსოვს, ერთ-ერთი დაპირისპირებისას, როცა "დინამო" აგებდა, გაბრაზებულმა ვოვა გუცაევმა (მას თამაში არ მისდიოდა) მოისროლა ეს პლასმასები გვერდითი ხაზის იქით და მათ გარეშე გააგრძელა ასპარეზობა.
goga
04 ნოემბერი 2023 14:14
1
კი, ადრე უხეშობა იყო,მაგრამ,დაცვაც ნაკლებად ძლიერი იყო.მესი არაჩვეულებრივია,რომ იტყვიან, მხატვრული რეჟისორი, სანახოობრივად საკაიფო.მესის ქომაგი ვარ, პელე მაინც პელეა,ფეხბურთის მეფე!
როლანდ
05 ნოემბერი 2023 15:50
0
ეს რო ვინმეზე ლაპარაკს დაიწყებს .. მასონი
ღომის პაპი
03 ნოემბერი 2023 18:52
3
ამ სამ გენიოსს შორის,მესი სტატისტიკითაც სჯობს ჩემთვის მათზე მაღლა დგას..წმინდა საფეხბურთო თვალსაზრიშით კი რონალდინიოს მსგაბსი ფეხბურთი ჯერ არავის უთამაშია და ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ ითამაშებს..
კიეზა
03 ნოემბერი 2023 17:09
0
Chemtvis maradona
Lasha
03 ნოემბერი 2023 13:51
0
რა ხალხში ჰქონია საქმე?! )))
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
03 ნოემბერი 2023 09:34
0
ფეხბურთსაც აქვს თაობა, ანუ ფეხბურთელის შეფასება იმ ეპოქით უნდა შეფასდეს, რომელშიაც ის თამაშობდა. ორი დღის წინ 2001 წლის თამაშს ვუყურე ბარსელონა- მადრიდის რეალი და ისეთი ნელი ტემპი იყო, ვიფიქრე დღეის ფეხბურთში, ვერც ზიდანს და ვერც მისი თაობის ბიჭებს დღევანდელ ფეხბურთში ბურთის დამორჩილება გაუჭირდებოდათ. რაც შეეხება მარადონას, ის პელეზე დიდი იყო, რადგან ის ყველა ჩემპიონატზე როგორც ნაკრებში, ისე გუნდში ლიდერი იყო და გამარჯვებაში ლომის წილი შეჰქონდა, რაც შეეხება პელეს მისი თამაშები 1966 წლის ინგლისის ჩემპიონატიდან არ გამომიტოვებია და ვერ ვიხსენებ ჩემპიონატს ბრაზილიის ნაკრების მონაწილეობით, სადაც ის ან გამარჯვების სულის ჩამდგმელი იყო, ან ბომბარდირი გახდა ან ჩემპიონატის ნომერ პირველ ფეხბურთელად დაასახელეს.
ჟორა გაბრიჭიძე
03 ნოემბერი 2023 00:11
10
1966-ში პელეს ტრავმის გამო არ მიუღია მონაწილეობა და იმიტომაც ვერ გახდა ბრაზილია ჩემპიონი. ისე შეგახსენებ რომ 58, 62 და 70 წლების მსოფლიო ჩემპიონი იყო
suxumchanin
04 ნოემბერი 2023 01:05
0
სადაც ჩვენი ჯაბას აკაიკაცებდა, იქ ამისგან პელეს ქებაა რა გასაკვირია, თორემ ზოგადად პელე კაცობაში ყველას ჯობდაო, რამდენი რამ წამიკითხავს და მინახავს და აჰა - პირველად გავიგე!
ქომაგი
02 ნოემბერი 2023 22:16
6
კაი კაცობაზეა ბაზარი თუ ფეხბურთელობაზე? თუ კაი კაცობაზეა, პელე კროჩი იყოო, არ გაგიგიათ? გარინჩას გამო. სტატისტიკა ძალიან მდარე არგუმენტია. ციფრები მათთვისაა, ვისაც არსი არ ესმის. სტატისტიკის მოყვარულთათვის- საკამათოც არაფერია, პელე 3 გზის მსოფლიო ჩემპიონია.
სამივე პელეა საკუთარი ეპოქის. პელე 3 გზის ჩემპიონია. მესის ყველაზე დიდ ხნას თამაშობდა სტაბილურად, მაგრამ მარადონა იყო ერთადერთი ვინც "მარტო" თამაშობდა
რეზო
30 დეკემბერი 2023 12:46
0
პაპულ! შენი არ ვიცი და მე ვირჩევ საუკეთესოს ლეო მესის!
ზურა
02 ნოემბერი 2023 16:39
18
პაპულ კი არა, უზრდრლი ქათამი ხატ
Rezo
02 ნოემბერი 2023 21:05
12

სიახლეები პოპულარული