"ნაპოლიში" ყველაზე ხარისხიანი ფეხბურთელია" - კასანომ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

იტალიელის თქმით, "პარტენოპეის" სტანისლავ ლობოტკას სახით მხოლოდ ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ჰყავს.

"ლობოტკას ზუსტი პასების მაჩვენებელი 94%-ს უდრის. ასეთი რამ მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი, როდესაც ჩავიმ გადაცემების შესრულება 97%-ის სიზუსტით მოახერხა.

დარწმუნებული ვარ, სლოვაკი "ნაპოლისთვის" ისეთივე მნიშვნელობის ფეხბურთელია, როგორიც "ბარსელონასთვის" ჩავი და ინიესტა იყვნენ. ის გუნდისთვის ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელია.

მას შეუძლია ბურთის ჩაჭრა, ასევე შეტევების დაწყება, მისი ხარისხის ფეხბურთელი "ნაპოლის" არ ჰყავს, მის გარეშე გუნდი სულ სხვა სტილით თამაშობს. ვფიქრობ, ნებისმიერ
გრანდში თამაშს შეძლებდა", - განაცხადა კასანომ.

ლობოტკა "ნაპოლიმ" 2020 წელს "სელტადან" 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

alt"ხვიჩა კვლავ ბრწყინვალე იყო, "ნაპოლიში" გარსიას ამბავი მალე დასრულდება" - რა თქვა კასანომ

alt"კვარა "რეალთან" ჩრდილში იყო" - კასანომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

altკასანო: "კვარას" ადგილას "ნაპოლის" გასახდელს დავანგრევდი

alt"ცალი ფეხით იმაზე კარგად ითამაშებს, ვიდრე გრილიში "სიტიში" - კასანო ქართველით აღფრთოვანებულია

მკითხველის კომენტარები / 7 /
მეცინება კომენტარებზე. ერთი - ყველა აქ გამომსვლელმა კარგად იცის, რომ კასანოზე უკეთ ესმის ფეხბურთი და მეორე - ხვიჩას სადღეგრძელოს ვინც არ ამბობს, ის მტერია
ზურა
06 ნოემბერი 2023 16:18
0
ხოხ! ამას ქვილითაიას თამაი არ უნახავს თვარა .....
ჰმ, ლაბარტყავას შემცვლელი არ მეგულებაო? აბა ყინწოზე რას იტყვის? ჩვენი ყინწო გადაყვა ოცნებებს და ახლა მესამე სროკზეა თვარააა.
ქვილითაიასთანა ჯგირ ბაღანე არავინ დადიოდა ზემო საბურთალოზე რომ იცოდე. აპაა!
ლაბარტყავა დე ჩამატყავა კოხი.
04 ნოემბერი 2023 16:47
1
გამოიყვანა ბეკენბაუერი
მეგრელი
04 ნოემბერი 2023 14:31
3
რათქმაუნდა ლობოტკასნაირი ფეხბურთელი ყველა გრანდს უნდა ჰყავდეს, თუ ეს გუნდი რამის მიღწევაზე ფიქრობს. ხოლო ხვიჩასნაირი ფეხბურთელი იმიტომ უნდა გყავდეს რო ნეიტრალურ გულშემატკივარს შენი გუნდის ყურების სურვილი ჰქონდეს!
გივი
04 ნოემბერი 2023 14:17
0
კი ბატონო გეთანხმები ლობოტკა ძლიერიფეხბურთელია, მაგრამ არა შეუცვლელი.(შეუცვლელები არ არსებობენ)
ახლა თუ პასების სიზუსტეს შევხედავთ ლობოტკას პასების 80% პროცენტ უკან მიცემული პასებია, აბა დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ რამდენი გამჭოლი, გრძელი საგოლე პასი აქვს გაკეთებული? გაგიჭირდრბათ გახსენება. აბა მასე ჩვენს ნაკრებში იმდენი უკან პასების მიმცემია, ოუუუ!
მალხაზ ჯობავა
04 ნოემბერი 2023 12:33
0
ეჰ კასანი, შენ ჩვენი მცველების უკან პასები არ დაგითვლია, 120% ექნებათ. ))))
რა სჯოია უკან პასს,, დაუგორებ მეკარეს და ხარ არხეინად))))
04 ნოემბერი 2023 12:15
0
94 % ექნება კვეკვესკირსაც აქვს პასების სიზუსტე იმიტომ რომ მცველებს ან მეკარეს უკეთებს პასს :D ერთი საშუალო დონის მოთამაშეა ლობოტკა რომლის მაქსიმუმიც ნაპოლია
MICHAEL
04 ნოემბერი 2023 11:30
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული