რუსი ჟურნალისტები ბრატისლავის "სლოვანის" ამჟამინდელ თავკაცს დაუკავშირდნენ და შესაძლო ახალი სამსახურის შესახებ დაეკითხნენ, რაზეც გამოცდილმა სპეციალისტმა დიპლომატიური პასუხი გასცა.
"რუსეთის ჩემპიონატში მუშაობით დაინტერესებული ვარ, მაგრამ ამჟამად ამ საკითხზე საუბარი არ შემიძლია, მე ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ვმუშაობ", - თქვა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ სლოვაკი რუსეთში რამენსკოვის "სატურნს" უკვე წვრთნიდა.