"ბარსელონა" იოზუა კიმიხის დამატებას ცდილობს - გერმანელი თანახმაა

AutoSharing Option
"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბაიერნის" ლიდერის, იოზუა კიმიხის დამატებას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური AS-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ხავი მოთამაშეს პირადად გაესაუბრა და გერმანელი მზადაა, "ბლაუგრანას" შეუერთდეს.

ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა 28 წლის მოთამაშის დამატება, "ბარსელონას" ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, რთული იქნება.

შეგახსენებთ, კიმიხი "ბაიერნს" 2015 წელს "ლაიფციგიდან" შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რანაირად აპირებენ ნეტა ყიდვას, არამგონია ბაიერნს სპოტიფაის პრემიუმ პაკეტით დააინტერესონ
Dima
19:20 28-11-2023
0
ამ ბარსელონას რათ უნდა ამდენი ფეხბურთელები, უბრალოდ გაუგებარია! მოიყვანენ და მერე ან იჯარით უშვებენ, ანდა ძლივს ყიდიან. ლაპორტა და ხავი გასაშვებები არიან!
გიგა
16:06 28-11-2023
1

სიახლეები პოპულარული