კრიშტიანო რონალდოსა და მესის გარეშე - ბენზემამ თავისი "ოცნების გუნდი" დაასახელა

AutoSharing Option
"ალ იტიჰადის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ კლუბის ოფიციალურ გვერდთან საუბრისას თავისი "ოცნების გუნდი" დაასახელა და მისი აზრით, საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა.

საინტერესოა, რომ ფრანგის სიაში მისი ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანო რონალდო და ასევე ლიონელ მესი ვერ მოხვდნენ. ბენზემას სია ასე გამოიყურება:

მეკარე: მანუელ ნოიერი

მცველები: დანი ალვეში, კეპლერ პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო

ნახევარმცველები: კლოდ მაკელელე, პოლ პოგბა, ზინედინ ზიდანი, რონალდინიო

თავდამსხმელები: რონალდო (ბრაზილიელი), ბენზემა.
ასევე დაგაინტერესებთ