ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ ევროსასამართლომ დაამტკიცა, რომ ფიფამ და უეფამ 2021 წელს სუპერლიგის ფორმატის შექმნის დაბლოკვით კანონი დაარღვიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროსასამართლო ფეხბურთში ფიფასა და უეფას ყველანაირ მონოპოლიას კრძალავს, თუმცა იმისთვის რომ ესპანელი საფეხბურთო სელექციონერის გეგმა განხორციელდეს, ჯერ კიდევ გარკვეული სამართლებრივი პროცედურებია საჭირო.

მოგეხსენებათ, სუპერლიგის ფორმატის შექმნის ავტორი მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია. ჯერჯერობით ესპანელს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ასევე დაგაინტერესებთ