"არ მესმის მათი, ვინც ამბობს, რომ მესი საუკეთესოს წოდებას არ იმსახურებდა; ჰოლანი კარგი ბიჭია, მაგრამ..." - რას აცხადებს ჯონ ობი მიკელი?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესი ფიფას საუკეთესო ფეხბურთელი რიგით მეოთხედ გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯონ ობი მიკელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ "ლა პულგამ" აღნიშნული ტიტული სრულიად სამართლიანად მოიგო.

"ამბობენ, რომ ამ ჯილდოს მოგებას ჰოლანი იმსახურებდა? ნორვეგიელი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს, ეს გუნდი კი ყოველთვის უამრავ მომენტს ქმნის. მათ მშვენივრად იციან, თუ როგორ მოიგონ თამაშები ერლინის გარეშეც.

მესი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ლეო და კრიშტიანო მალე თამაშს დაამთავრებენ და ახალი თაობის დროც დადგება", - განაცხადა
ობი მიკელმა.

საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში ჰოლანმა ტრავმის გამო ყველა ტურნირზე ჯამში 9 მატჩი გამოტოვა, საიდანაც "ქალაქელებმა" 8-ჯერ იმარჯვეს, ერთხელ კი ფრეს დასჯერდნენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt"განსხვავება მესისა და რონალდოს შორის? ერთ-ერთი სხვა პლანეტიდანაა" - ობი მიკელი

altჯონ ობი მიკელის მამა არგენტინასთან მატჩამდე გაიტაცეს და გამოსასყიდი მოსთხოვეს

მკითხველის კომენტარები / 9 /
გასაგებია რომ საუკეთესო იყო მსოფლიოზე 2022 წელს და მიიღო ოქროს ბურთიც და ფიფიას საუკეთესოც გახდა. 2023 წელს კი ბევრი ფეხბურთელი უკეთესი იყო, რონალდოც კი საუდის არაბეთში და ხვიჩა ნაპოლიში.
dato
18 იანვარი 2024 14:39
12
kvaras rom mesis adareb racarunda qartveli iyo sircxvilia ubralod. torem kvara ro. talantia eg paqtze paqtia...
ocho
27 იანვარი 2024 14:07
1
მესი არა ჟორა. სანამა რ წავა ფეხბურთიდან მანამდე სულ ეს აიღებს, ნუ გადასცემენ :)
bebe
18 იანვარი 2024 12:49
15
ჟირა არა bebe
ადამიანი
19 იანვარი 2024 15:11
1
ვაიმე ლა ვქნათ? ბებუშას ეწყინა ლეო რო დაასახელეს? უიმე ბებუშ ცივი წყალი დალიე?
ბებე-ს
18 იანვარი 2024 18:04
3
მესი ის არის,რის გამოც პირველ რიგში გვიყვარს,ფეხბურთი.ტექნიკა,ფინტი,მოედნის ხედვა,დარტყმა,კომბინაცია,იმპროვიზაცია,გოლი.ჰოლანი,ეს არის ძალა, მოძრაობა და მკვლელის ინსტინქტი.ის ამ სეზონში ბრწყინვალე იყო და შემთხვევითი არ არის,რომ მესის თანაბარი ქულები მოაგროვა,მაგრამ ის მხოლოდ ის არის,რასაც თვალით ვხედავთ,მესი კი,მხოლოდ თვალით დანახულზე მეტია და სწორედ ამითაა,საუკეთესო.
სოსო
18 იანვარი 2024 12:35
2
როდესაც ვიღაც მიახლოებული ხარისხის თამაშს აჩვენებს - იმ ხარისხის დრიბლინგს, კარში დარტყმას, პასებს ,თამაშის წაკუთხვას, აი მას მისცემენ ხმას ის ვარსკვლავები ვინც ახლა მესის აძლევს ხმას. ყველაზე მეტად ეს ალბათ ბელინგემი იქნება.
დავითს
18 იანვარი 2024 16:08
3
ნუ ეხლა სადაც მესიზეა ლაპარაკი, იქ როგორ შეიძლება შენ არ გამოხტე? რა მესის ბრალია თუ გამოკითხვაში, მსოფლიოს უმეტესი: სანაკრებო მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და ფანები უჭერენ მხარს? რა ლეომ ჩამოიარა სათითაოდ და ეხვეწებოდა, რო ხმა მომეცითო? კარგად წაიკითხეთ სოსოს კომენტარი და პასუხსაც მიიღებთ!
გაქანებულ ანტი მესისტს, დავით 67-ს.
18 იანვარი 2024 16:03
5
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული