"UEFA-ს წარმომადგენლებო და პრეზიდენტო, მინდა, უკრაინაში დაგპატიჟოთ და ეს განახოთ..." - ანდრეი შევჩენკომ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს მიმართა

AutoSharing Option
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ Uefa-ს მიმართა. როგორც ლეგენდარულმა თავდამსხმელმა განაცხადა, რუსული გუნდების დაბრუნება მიუღებულია.

"პირველ რიგში, მინდა უკრაინაში დავპატიჟო ისინი, ვინც Uuefa-ში გადაწყვეტილებებს იღებს. კომიტეტი, აღმასრულებელი კომიტეტი, თავად პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი.

მინდა ვაჩვენო უკრაინაში არსებული მდგომარეობა, ის მხოლოდ უარესდება. რუსული გუნდების ევროპაში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს", - განუცხადა შევჩენკომ Sky Sports News-ს.