კალაძე შევჩენკოზე, "მილანზე", წარსულსა და მომავალზე

AutoSharing Option
21 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება. ავტორიტეტულმა Gazzetta-მ "როსონერის" ყოფილ მცველ კახა კალაძესთან 2022 წელს (იანვარში) ინტერვიუ ჩაწერა.

კახა კალაძე "მილანს" 2001 წელს, შევჩენკოს კვალდაკვალ შეუერთდა. თავდაპირველად ორივემ კიევის "დინამოს" გზა გაიარა. კალაძემ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, კარიერა "ჯენოაში" დაასრულა და შემდეგ პოლიტიკაში წავიდა. "მილანის" ყოფილი მცველი საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის მერია, მაგრამ ფეხბურთს თვალს ისევ აქტიურად ადევნებს:

"როდესაც კიევში ჩავედი, ანდრეიმ მაშინვე დაამტკიცა, რომ ნამდვილი მეგობარი იყო - დამეხმარა გასახდელში გაშინაურებაში და ამავდროულად, ქალაქი
გამაცნო. ჩვენ მსგავსი პერსონაჟები ვართ - შრომასა და თავგანწირვას მიძღვნილი ადამიანები.

ლობანოვსკის მწვრთნელის შესანიშნავი თვისებები ჰქონდა. ანდრეი კიევში, საკუთარ სახლში,  გაცილებით თავისუფალი იყო, მე კი თავდაპირველად - უფრო თავშეკავებული.

საბედნიეროდ, მან უკვე ცოტა იტალიური იცოდა, ერთმანეთთან კი რუსულად ვსაუბრობდით."

როგორი გარემო იყო გასახდელში?

"ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ვინც "მილანში" თამაშობს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს იმ მაისურის ტარებაში, რომელსაც ყოველთვის პატივი უნდა სცეს.

ჩვენი "მილანი" ერთი დიდი ოჯახი იყო. უკან არავინ იხევდა - მიზანი გამარჯვება და ამისთვის ყველაფრის ბოლომდე გაღება იყო. კომპაქტური გასახდელი გვქონდა -  ფეხბურთელები, მწვრთნელი და მენეჯერები ერთად ვიყავით.

როცა მალდინის, ნესტას, "შევას" გვერდით მჯდომი აღმოჩნდები... კლუბისთვის იმედის გაცრუებაზე ვერ იფიქრებ და უნდა მოუსმინო, ვისგანაც უნდა ისწავლო."

ერთხელ თქვენ რეზო ჭოხონელიძეს დაბადების დღეზე ძალიან ძვირადღირებული მანქანა აჩუქეთ. როგორ გაგიჩნდათ იდეა?

"მილანში ორი ადამიანი მყავდა, რომლებიც ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ, როგორც ოჯახის წევრები. რეზო ქალაქში დასახლებაში დამეხმარა და მანამდე შევჩენკოსთანაც იგივე გააკეთა. ჩვენ ძალიან გატაცებული ვიყავით მანქანებით და ეს ამიტომ გადავწყვიტეთ. მეორე ადამიანი, რომელთანაც ღრმად ვარ მიჯაჭვული, ლორენცო ციპრიანია. მილანში ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს."

გაგიკვირდათ, როცა "შევა" "ჩელსიში" წავიდა?

"თავდაპირველად დიახ, მაგრამ ეს იყო არჩევანი, რომელსაც პატივს სცემდნენ".

და გაგიკვირდათ, რომ ანდრეი მწვრთნელი გახდა?

"არა. შევჩენკოს აქვს სწორი მენტალიტეტი, ის მუშაობს დიდი მიზნებისთვის და აღწევს კიდეც, როგორც ეს მის მიერ მოგებული "ოქროს ბურთით" დაამტკიცა. როგორც მისი დიდი მეგობარი, ვფიქრობ, ის სწორ გზას მიჰყვება. ეროვნული ნაკრებიდან დაიწყო და მერე კლუბში წავიდა."

რა მოგონებები დაგრჩათ მილანიდან?

"მილანი ჩემი მეორე ქალაქია. როცა ჩავდივარ, ყოველთვის თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ოჯახური ატმოსფეროა. იტალია მშვენიერი ქვეყანაა და იტალიელები ფანტასტიკური ხალხია.

"მილანის" გულშემატკივრები, წლების მიუხედავად, არასდროს დაგივიწყებენ. ამიტომ მე ვეუბნები მათ, ვინც დღეს "მილანის" მაისურს ატარებს, რომ უნდა იამაყონ, რადგან ამ მაისურს დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის პატივი უნდა სცენ. თუ დანებდები, "როსონერიში" ვერ ითამაშებ."

ყველაზე ძლიერი ემოცია თქვენს კარიერაში?

"ჩემპიონთა ლიგის პირველი მოგება "იუვესთან" და დერბიში გოლის გატანა მასში გამარჯვებით".

მალდინისთან ერთად დიდი ხანი მოედანზე იყავით: მოგწონთ ის, როგორც მენეჯერი?

"მე მისი პოსტერი ჩემს საძინებელში მქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ, როცა მის გვერდით აღმოვჩნდი...  სამუშაო, რომელიც მან "მილანში" გააკეთა, როგორც აღმასრულებელმა, შესანიშნავად მეჩვენება: ახალგაზრდები, რომლებიც პიოლისთან ერთად თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ. იმედი მაქვს, კვლავ ვიხილავ "მილანს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაღალ დონეზე ითამაშებს. მაგრამ ამას მოთმინება სჭირდება."

alt21 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდების მატჩი გაიმართება

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრატომ უწოდა ანჩელოტიმ კალაძეს გენიოსი? პასუხი უცნაურია

მკითხველის კომენტარები / 36 /
რა სამახაობა,რა წარმოდგენას შეუქმნის ახალგაზრდებს ყოფილი კარგი ფეხბურთელების ძუნძული, მე ნანახი მაქვს ახალგაზრდა მალდინი, შევჩენკო, კალაძე, ნესტა და არ გავიფუჭებ წარმოდგენას
tngh-s
17:35 12-08-2024
1
ლებრონ ჯეიმსი - უმამოდ და კოლეჯის განათლების გარეშე, გაზარდა დედა გლორიამ - ამ 18 წ ახალგაზრდა, ღარიბ ბიჭში ჩაიდო კვირაში 420 000 $, რომ ეთამაშა კალათბურთი და გამხდარიყო 75 მილიარდიანი NBA-ს სახე.
იგი დაქორწინდა თავის სკოლის სიყვარულ სავანაზე. არასდროს დაუპატიმრებიათ, არასდროს გაკარებია ნარკოტიკებს, არასდროს უღალატია მეუღლისთვის, არ ჰყავს უკანონო შვილები, არასდროს განქორწინებულა! კარგი ოჯახის მამა, რომელიც მუდმივად ჩართულია 3 შვილის აღზრდაში. ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ისტორიაში.
20 წლის შემდეგ იგივე კაცი, იგივე ოჯახი, იგივე რეპუტაცია. მილიარდიანი ქონება - კვირაში 2 მლნ $ შემოსავალით. ლებრონმა 2300-ზე მეტი ბავშვი მოწყვიტა ქუჩას და აფინანსებს მათ სწავლა - განათლებას. სამაგალითო ადამიანი.
ბოღმების საყურადღებოდ
09:37 10-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული