ხავი: ჩემს ოჯახს საკმარისად ატკინეს, ეს დასასრულია

AutoSharing Option
ლა ლიგის 21-ე ტურში "ბარსელონამ" "ვილიარეალს" უმასპინძლა და 3:5 დამარცხდა. მატჩის შემდეგ "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

"ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლო იქნება, არ მინდა "ბარსელონასთვის" პრობლემად ვიქცე, ამიტომ ივნისში გუნდს დავტოვებ.

როდესაც ასეთ გუნდს წვრთნი, წნეხი ძალიან დიდია, ვაპირებ, რომ ერთი სეზონით დავისვენო, რადგან ჩემს ოჯახს საკმარისად ატკინეს. ზოგადად, "ბარსელონას" ყველა მწვრთნელს დროთა განმავლობაში ასე ემართებათ.

ენერგია ისევ გამაჩნია და ამ სეზონში ლა ლიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერს 10
ქულით ჩამოვრჩებით. ახლა ნაკლებად გამაკრიტიკებთ, რადგან გეცოდინებათ, რომ სეზონის ბოლოს მივდივარ.

კლუბი უპირველესია, მე "კულე" ვარ და ეს კლუბი მიყვარს, ლაპორტას იგივე ვუთხარი", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის ცხრილში 44 ქულით მე-3 ადგილს იკავებ.

alt"ბარსა" მთლად წახდა - სახლში 5 გოლი გაუშვა და დამარცხდა [VIDEO]