"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

AutoSharing Option
"სელტიკის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გენდერულ კონფლიქტში გაეხვია და ახლა მისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

ყველაფერი კი შოტლანდიის პრემიერლიგის 27-ე ტურის მატჩის შემდეგ დაიწყო, სადაც გლაზგოელებმა "მოზერვილი" გასვლაზე 3:1 დაამარცხეს.

ჩრდილოირლანდიელი ინტერვიუს ჟურნალისტ ჯეინ ლუისს აძლევდა, საუბრის მიწურულს კი სიტყვა "კარგი გოგო" უთხრა. 

ამ კომპლიმენტმა ადგილობრივი ფემინისტების აღშფოთება გამოიწვია. შოტლანდიურმა ფემინისტურმა ქსელმა როჯერსის საქციელს "შემთხვევითი სექსიზმი" უწოდა და მწვრთნელს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გვეგონა, რომ დინოზავრები გადაშენდნენ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 20 /
"ლგბტ" არის მსოფლიოში ყველაზე კაცთმოძულე, აგრესიული და მავნებელი ტერორისტული ორგანიზაცია და უნდა აიკრძალოს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში!!!
ზურა
23:12 01-03-2024
1
სრული საგიჟეთია ))
ზურიკო
10:55 01-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული