"ახლა მოთამაშეებს სტილისტთან ფოტოს გადაღება აინტერესებთ" - რიკელმემ ახალგაზრდა ფეხბურთელები გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა არგენტინელმა ნახევარმცველმა და ახლა "ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტმა ხუან რომან რიკელმემ ახალგაზრდა ფეხბურთელები გააკრიტიკა.

"ჩვენ გვიყვარდა ფეხბურთი - არ გვაინტერესებდა ცეკვა მატჩების შემდეგ ან მსგავსი რამ. ახლა მოთამაშეებს უფრო მეტად ადარდებთ პარიკმახერთან ფოტოს გადაღება.

მეზიზღება მსგავსი რაღაცები და ცოტას ვნერვიულობ, რადგან ვერაფერს ვაკეთებ", - ციტირებს რიკელმეს Football talk.
ასევე დაგაინტერესებთ