11:41 07-10-2022
ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და დიდი არეულობა - არგენტინაში "ბოკა ხუნიორსის" შეხვედრა მე-9 წუთზე შეწყდა [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა დაწყებული იყო და გულშემატკივრები ბილეთის ქონის მიუხედავად, სტადიონზე შეღწევას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც არეულობა დაიწყო.
საბოლოოდ, პოლიციამ სიტუაციის განსამუხტად რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დროთა განმავლობაში ცრემლსადენმა გაზმა მოედანზე შეაღწია, რის შედეგადაც ფეხბურთის თამაში შეუძლებელი გახდა და მატჩი მე-9 წუთზე შეწყდა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაგრძელდება შეხვედრა. TyC Sports-ის ცნობით, პოლიციის მოქმედებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ყოფილი ფეხბურთელი სეზარ გუსტავო რეგუირო გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული