"რასიზმზე ვინისიუსის ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია" - "ურალის" მცველმა "რეალის" შემტევზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ურალის" ცენტრალურმა მცველმა ემერსონმა Sport Express-თან ინტერვიუში რასიზმის შესახებ ისაუბრა.

უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის თქმით, ვინისიუსი ამ თემაზე ზედმეტად ხშირად საუბრობს.

"საუკეთესო თავდაცვა რასიზმისგან? ყურადღების ნაკლებად მიქცევა, თუმცა ვინისიუსი ძალიან ემოციურია და ასე ამ პრობლემასთან გამკლავება გაუჭირდება.

არ ვფიქრობ, რომ რასიზმის თემა აქტუალური უნდა იყოს, უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ეს არ მაწუხებს და ყურადღებას არ ვაქცევ.

ვერ ვიტყოდი, რომ ვინისიუსი გოგოსავით ტირის, თუმცა ამდენი საუბარი გამაღიზიანებელია", - განაცხადა ემერსონმა.

altვინისიუსი: მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც რასისტებს სტადიონიდან პირდაპირ ციხეებში გადაიყვანენ

alt"მაშინ

სად იყო "სანიმუშო ლიდერი", როცა ბრაზილიელმა პოლიციელებმა არგენტინელები სასიკვდილოდ გაიმეტეს?"- ჩილავერტმა ვინისიუსი გააკრიტიკა

alt"არ მინდა ფერადკანიანი ადამიანების ტანჯვას ვუყურებდე" - ვინისიუსი ატირდა [VIDEO]