"არ მინდა ფერადკანიანი ადამიანების ტანჯვას ვუყურებდე" - ვინისიუსი ატირდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა რასიზმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ფერადკანიანებს შეურაცხყოფას მხოლოდ ესპანეთში არ აყენებენ და ეს პრობლემა ბევრად მასშტაბურია.

"ძალიან სამწუხაროა, ეს ყოველდღე ხდება. რასიზმის პრობლემას არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ვაწყდებით.

წარსულში მამაჩემი სამსახურში არ აიყვანეს, სამუშაოზე მის ნაცვლად თეთრკანიანი აირჩიეს. ეს ყველაფერი მახსოვს და ვიბრძვი, რომ მსგავსი რამ ვინმეს უახლოეს მომავალში არ შეემთხვეს.

მადლობას ვუხდი ყველა ესპანელ ფეხბურთელს, რომლებიც მხარს მიჭერენ. იმედი მაქვს, პრობლემა მალე მოგვარდება. უბრალოდ არ მინდა ვუყურებდე, როგორ იტანჯებიან ფერადკანიანი ადამიანები", -
განაცხადა ვინისიუსმა.

alt"ოლე, ოლე, ოლე, ვინისიუსი - შიმპანზე" - სკანდირებდნენ "ატლეტიკოს" გულშემატკივრები

alt"ვინისიუსი პროვოკატორი და პინოქიოა" - "ვალენსიას" გულშემატკივრებმა ბრაზილიელის მიმართ თავიანთი დამოკიდებულება ვერ დამალეს

altვინისიუსის პროვოკაცია, სტვენა კროოსს და ძველი მეგობრების თბილი შეხვედრა - ყველაფერი, რაც გუშინდელი "ელ კლასიკოდან" უნდა იცოდე

მკითხველის კომენტარები / 15 /
ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი და ასეთი თახსირი პირველად ვნახე
ბესო
12:45 30-03-2024
0
ამ უტვინოს უყურე რა, ხო ეხლა ნიანგის ცრემლები ღვარე და შეგვეცოდები. უამრავი ადამიანი იტანჯება, სხვადასხვა მიზეზით, სულ რასიზმის ბრალი კი არაა.
შემაწუხებელია უკვე ამის ქცევები, კიდევ უფრო მეტად უტვინოები ტაშს უკრავენ.
ტაში კუკურიიი...
ვაი თქვენს პატრონს.
ლევანი
16:05 26-03-2024
1

სიახლეები პოპულარული